რუსეთი სირიაში სამხედრო ბაზას აშენებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE TELEGRAPH ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა საჰაერო მიმოსვლის კოშკი უკვე შექმნა და სირიის ქალაქ ლატაკიაში 1 000-მდე სამხედრო პერსონალი და ჯავშანტექნიკაც გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა სექტემბრის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების მიმართულებით სამხედრო სატვირთო თვითმფრინავების ფრენის უფლება მოითხოვა.
ამერიკული სადაზვერვო პირების თქმით, აღნიშნული ქმედებით რუსეთი მხარს უჭერს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს და სამოქალაქო ომში თავისი როლის მნიშვნელობის ზრდას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოთქვა.
„მოსალოდნელია კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავება, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის შეწირვა, ლტოლვილთა რაოდენობის და სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების, ისლამურ სახელმწიფოსთან, დაპირისპირების რისკის ზრდა,“ _ აღნიშნა ჯონ კერიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის გაღრმავება შესაძლოა ევროპაში მიგრანტების დიდი ნაკადით ჩამოსვლამაც გამოიწვიოს, ხოლო თურქეთის სანაპიროზე სამი წლის ბიჭის სხეულის აღმოჩენა, ადამიანებში მიგრანტების მიმართ გაჩენილი დამოკიდებულების შეცვლაზეა პროვოცირებული.