დღეს ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზმა ახალგაზრდა ელჩს გერმანიაში მიხეილ სარჯველაძეს უმასპინძლა, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე "სწავლა გერმანიაში". შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანის წარმომადგენლები, გერმანული ენის პედაგოგები, ახალგაზრდები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
ლექციის მოსმენის შემდეგ საინეტერესო დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.
ამავე დღეს ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობისა და მიხეილ სარჯველაძის ერთობლივი ინიციატივით ბიბლიოთეკაში გაიხსნა გერმანული ენის კუთხეც.
ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძე წარმოშობით ლანჩხუთიდანაა, იგი სოფელ ლესის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.