ბრიუსელში, რძის ნაწარმისა და საქონლის ხორცის გაიაფების გამო ფერმერები აქციებს მართავენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ისინი ქალაქის ცენტრში ტრაქტორებით ჩამოვიდნენ და მოძრაობა გადაკეტეს.
"ჩვენ აქ რძის დაბალი ფასის გამო ვართ. ფასი შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს, რაც ფერმერებს გვაზარალებს და მოგებას ვერ ვხედავთ", _ განაცხადა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა გერმანელმა ფერმერმა.
როგორც ცნობილია, ფერმერები პროდუქციზე ძველი ფასის დაბრუნებას მოითხოვენ, თუმცა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის კომისარმა, ფილ ჰოგანმა განაცხადა, რომ განმეორებითი მოლაპარაკება კვოტირების შესახებ გამორიცხულია, მაგრამ შესაძლებელია სხვა გადაწყვეტილება მიიღონ.