სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგე ადა ს. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ადა ს. მის ნაცნობ პიროვნებას დაჰპირდა, რომ გარკვეული თანხას სანაცვლოდ მოქალაქე ს.ნ-ს მოუგვარებდა ყველა საჭირო საკითხს და დაჩქარებული წესით ჩასვამდა ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. ადა ს-მ აღნიშნული პროცედურების მოგვარების სანაცვლოდ მის ნაცნობ ქალბატონს მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.