საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" ახალი მწვრთნელის ვინაობა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია ბადრი კვარაცხელიაზე, რომელიც ბოლო დროს ცხინვალის "ცხინვალს" წვრთნიდა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირება კლუბის პრეზიდენტთან და ამავდროულად მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან ვცადეთ, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თუმცა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დღეს ურუშაძე საგანგებო ბრიფინგის გამართვას გეგმავს, სადაც ახალ მწვრთნელს წარადგენს.