ევროპაში ძალიან მსუქანი ადამიანები ცხოვრობენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მოსახლეობის 59% ჭარბწონიანი ან მსუქანია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, ევროპის რეგიონში, მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, სიმსუქნის გარდა, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების მაღალი დონეა.
ოფიციალური პირების გაფრთხილებით, რეგიონში მოსალოდნელია ახალგაზრდებმა წინაპრებივით დიდხანს ვერ იცოცხლონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დადებითად აფასებს ქვეყნების უნარს ებრძოლოს დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და კიბოს.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონში 30%-ზე მეტი ჯერ კიდევ ეწევა, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონში.
გარდა ამისა, ევროპაში, ალკოჰოლის მოხმარების საშუალო ექვივალენტი 11 ლიტრი სუფთა სპირტია, რაც გლობალურად მაღალი მაჩვენებელია.
ამავდროულად, ხალხის ჭარბი წონა და სიმსუქნე 45%-იდან 67%-მდე მერყეობდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მაჩვენებლები საგანგაშოდ მაღალია.
"ახალი ანგარიში გვიჩვენებს პროგრესს, მაგრამ არსებობს რეალური საფრთხე, რომ მიღწევები დაიკარგება თუ ალკოჰოლისა და მოსაწევის მოხმარება მიმდინარე კურსით გაგრძელდება. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებმაც შესაძლებელია მათი წინაპრების მსგავსად დიდხანს ვერ იცოცხლონ,"_ განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა ჟუზანა ჯაკაბიმ.