ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა"
“მინდა ყველას შეგახსენოთ და ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ქართველი ხალხის მიღწევაა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა და ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა, ხოლო ის ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას.
არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ მიწევს გავიმეორო, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას. შევახსენებ პოლიტიკოსებს, რომ ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმღტელობა უზენაესი ღირებულებაა და და დაუშვებელია ამით თამაში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტიურებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.