გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოთხი თანამშრომელი ელექტრონული ფოსტით ბავშვთა პორნოგრაფიის გაცვლა-გავრცელებისთვის, კიდევ ერთი თანამშრომელი კი სამსახურებრივი ტრანსპორტით დიდი რაოდენობით მარიხუანას გადაზიდვისთვის გაათავისუფლეს – ეს ინფორმაცია გაეროს სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილების წლიურ ანგარიშშია მოყვანილი.
გაეროს ანგარიშში დამნაშავე თანამშრომელთა ვინაობა და ადგილმდებარეობა არ ასახულა. ამ დროისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 41 ათასი თანამშრომელი ირიცხება, რომლებიც 188 ქვეყანას წარმოადგენენ.
შიდა სამსახურებრივი კრიმინალური ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის ოთხი წევრი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველ მასალებს ინახავდა და ელექტრონული ფოსტით აგზავნიდა. პერსონალის კიდევ ერთი წევრმა ორგანიზაციის კუთვნილი სამსახურებრივი ავტომობილი 173 კილოგრამი მარიხუანის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენა.
გაეროს წარმომადგენლის ფარჰან ჰაქის განცხადებით, ორგანიზაციამ შესაბამისი რეაგირებისთვის დანაშაულის ყველა შემთხვევის შესახებ იმ ქვეყნების ხელისუფლებას აცნობა, რომლებსაც ეს პირები წარმოადგენდნენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved