საგარეჯოში, კერძოდ გიორგიწმინდის #20 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული შესწავლა დაიწყო.
შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული შესწავლის ფარგლებში ინციდენტის მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხეს თუ არა სოფლის რწმუნებული გიორგი ჭიაბერაშვილი, შსს-ში არ აკონკრეტებენ.
როგორც ცნობილია, გიორგიწმინდის # 20 უბანზე დაპირისპირება შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელისა და "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს შორის მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.