გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ნორჩ კარატისტებს შეხვდა და მათ თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში მოპოვებული წარმატება მიულოცა.
23-25 ოქტომბერს, კარატეს ევროპის ჩემპიონატს ახალგაზრდებში რეგიონებს შორის სტამბულმა უმასპინძლა. თურქეთის ქალაქ სტამბულში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც გურიის ნაკრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონები გიორგი კეჭაყმაძე და ლაშა კოსტავა გახდნენ. ვერცხლის მედლები გიორგი ზენაიშვილმა, ავთო ონიანმა და გიორგი კეჭაყმაძემ მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლები კი – გუგა ივანიშვილმა და გიორგი მამინაშვილმა. აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობა 28 ქვეყნიდან 1200-მა სპორტსმენმა მიიღო.
ჩემპიონატზე გურიის ნაკრები საქართველოს რეგიონებს შორის მე-2 ადგილზე გავიდა.
სპორტსმენებთან შეხვედრას საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, მერის მოადგილე კობა დუნდუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გურიის რეგიონალური კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელი მერაბ თურქია დაესწრნენ. ხაზგასასმელია კობა ცერცვაძის თანაგომა და საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღება ამ მეტად ტიტულოვან ჩემპიონატებზე. კობა ცერცვაძე საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და არის მსოფლიო ჩემპიონი პოლიციელ კარატისტთა შორის. საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს კობა ცერცვაძეს. შეხვედრის დასასრულს გუბერნატორს თანადგომისთვის სამახსოვრო თასიც გადასცეს.
(R)