ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს ეგვიპტური წარმომადგენლობა ირწმუნება, რომ რუსული თვითმფრინავი „Airbus А321“ სწორედ მათ ჩამოაგდეს. ამ ინფორმაციას სააგენტო „ფრანც-პრესი“ სოციალურ ქსელებში ტერორისტების გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება.
„ხალიფატის ჯარისკაცებმა სინაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს“ – ფრანგული სააგენტო სოციალურ ქსელებში ტერორისტების გავრცელებულ განცხადებას ციტირებს.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის დილით – თვითმფრინავი „Airbus А321“, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგისაკენ მიფრინავდა, სინას ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა.
მგზავრებს შორის 24 ბავშვი და 193 სრულწლოვანი (137 ქალი და 56 მამაკაცი) იმყოფებოდა. ეგვიპტის ხელისუფალთა განცხადებით, კატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved