დიქტოფონი ყველა ჟურნალისტისთვის საჭირო და ნაცნობი ნივთია.
პირველი დიქტოფონი 1915 წელს შეიქმნა ამერიკაში. მისი ჩაწერის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წუთი იყო. დაამზადეს ხისგან და ლითონისგან, საკმაოდ უცნაური, ფოლგის ცილინდრიანი ხმის ჩამწერით.
დიქტოფონის გაუმჯობესებული ვარიანტი უკვე 1948 წელს გამოჩნდა. ის 15 წუთს იწერდა. ნოვაცია ინგლისელებს ეკუთვნოდათ და დაამზადეს ლითონისა და ტყავისგან.
1991 წელს იაპონელებმა შექმნეს პირველი პლასტმასის დიქტოფონი, მიკროკასეტებითა და ჩაწერის 90 წუთამდე ხანგრძლივობით. ასეთი დიქტოფონები დღესაც არის ხმარებაში.