უკვე ცნობილია რომ 2016 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. მომავალი წლის ბიუჯეტი ცხრა მილიონ 66 ათას 700 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" სამმა წევრმა.
ბიუჯეტის დამტკიცებისას "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის ცხარე დებატები მიმდინარეობდა.
საკრებულოს რიგარეშე სხდომის დეტალებთან დაკავშირებით სიუჟეტებს "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.