მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულების დასაფარავად 200 ათასი ლარი გამოუყო, დაანონსებული 155 ათასი ლარით ბიუჯეტის ხარჯების სეკვესტრის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელიც გაიზარდა. ეს ინფორმაცია დღეს საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, გამგეობის საფინანსო განყოფილების უფროსმა, ნინო კიკვაძემ გააჟღერა.
"მთავრობის მიერ გამოყოფილი 200 ათასი ლარი მიმდინარე ვალდებულებების დაფარვის მიზნით გამოგვეყო, რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს, ამ ეტაპზე ის 90% – ს აღემატება" – განაცხადა კიკვაძემ.