დღეს, ქუთაისში, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე პარლამენტში "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებს ხვდება. ეს ინფორმაცია იმის შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რაც "გურია ნიუსი" დაინტერესდა, თუ სად იმყოფებოდა სალუქვაძე ახალი წლის დღეებში.
"დიდთოვლობის გამო ხდება ის გურიაში, რაც ხდება დასავლეთ საქართველოში. ნაწილობრივ აღდგენითი სამუშაოები დასრულებული იყო, მაგრამ თოვლი ისევ მოდის. ასევე მინდა გითხრათ, რომ პარასკევს "ენერგო პრო ჯორჯიას" და პარლამენტის წევრები ჩამოვლენ ოზურგეთში და საუბარი იქნება იმ პრობლემის მოგვარების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს დგას გურია _ უშუქოდ შეხვდა მოსახლეობის ერთი ნაწილი ახალი წლის დღეებს.
ამჟამად ვიმყოფები ქუთაისში, სადაც უნდა შევხვდე "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებს," _ გვითხრა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ახალი წლის დღეებში ის თბილისში იმყოფებოდა.