ქალაქ ოზურგეთში შობა დღეს, ალილოს მსვლელობა ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მამა გიორგის (ბარამიძე) თქმით, ეს ტრადიცია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ შემოიღო და დღემდე გრძელდება.
_ ყველას შეუძლია ალილოს მსვლელობას შეურთდეს და ერთად დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. სწორედ მათ გადაეცემათ დღევანდელი შემოწირულობები. – გვითხრა მამა გიორგიმ.
ალილოს მსვლელობას მონაწილეობა მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წევრები შეურთდნენ.