საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შვიდი მოქალაქე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ხე-ტყის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სასაქონლო ზედნადებში, სისტემატურად შეჰქონდათ ყალბი მონაცემები მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, რის შემდეგაც, აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით ახორციელებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხე მასალის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.
დაკავებული მეწარმე სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაული 2- დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.