THE GURADIAN-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა გერმანულ ტაბლოიდ BILD-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტს თავშესაფარს მისცემს, თუ ის იძულებული გახდება ქვეყანა დატოვოს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბაშარ ალ -ასადისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ სირიის მეთაურის შეფარება უფრო ადვილია, ვიდრე 2013 წელს ამერიკელი ჯაშუშის ედუარდ სნოუდენის იყო.
"სირიაში ჯერ არჩევნები უნდა ჩატარდეს და მხოლოდ შემდეგ გაირკვევა მოუწევს თუ არა ასადს ქვეყნის დატოვება,"_ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასადმა ბევრი შეცდომა დაუშვა.
"კონფლიქტი ასე არ გამწვავდებოდა თუ იარაღით, ფულით და მებრძოლებით სირიას გარედან არ დაეხმარებოდნენ,"_აღნიშნა პუტინმა.