ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით თვალაბეიშვილმა ექსპერტებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ქვეყნის გაზმომარაგების საკითხსა და “გაზპრომთან“ მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრეს.
„დღეს შეხვედრა გვქონდა ექსპერტებთან, იმ ადამიანებთან, რომელთაც რეალურად ჰქონდათ სურვილი, გაცნობოდნენ არსებულ სიტუაციას, თუ რა ხდება ბაზარზე, რა მდგომარეობაა, რა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. ვფიქრობ, ძალიან დადებითი შეხვედრა იყო.
იყო კითხვები, რომლებსაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავეცით პასუხები. მივესალმები ზოგადად ასეთ შეხვედრებს.თუ მომავალშიც იქნება საზოგადოების ინტერესი არამხოლოდ ამ მიმართულებით, ენერგეტიკის სამინისტრო ყოველთვის იყო მზად, მუშაობდა გამჭვირვალედ და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.