"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას მოუწოდებს ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ლარის კურსის მეტ ვარდნაზე საუბრობს, რადგან ეროვნული ბანკის რეზერვები დევალვაციას ვერ შეაჩერებს.
აღნიშნულის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა.
"სამწუხაროდ ლარის კურსი ეცემა, ქვეყანა ღარიბდება და მასთან ერთად საქართველოს მოსახლეობა, შემცირებული ექსპორტისა და ინვესტიციების პირობებში კი, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რათა ოდნავ მაინც შეამსუბუქოს მდგომარეობა.
2014 წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული, ეროვნულ ბანკს არ მისცემია შესაძლებლობა რეზერვი შეევსო, პირიქით, ის ამ პერიოდში 367 მილიონი დოლარითაა შემცირებული.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ შეიმუშაოს ანტიკრიზისული გეგმა, ჩვენ ვთავაზობთ ამ გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკის რეზერვის იმედად ლარის კურსის ვარდნის შეჩერება ვერ მოხდება" – განაცხადა მელიქიშვილმა.