ოზურგეთის რაიონის 2 სოფელს დღეს, საათნახევრით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ოზურგეთის რაიონის სოფლებს ნატანებს და თხინვალს შეეზღუდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება უფრო სტაბილური და მდგრადი გახდება