"საპატრულო პოლიციის მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება," _ ეს განცხადება, დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვაზე იგეგმება თუ არა სამინისტროში მინისტრის მოადგილეების შემდეგ სხვა სახის ცვლილებები მინისტრმა განაცხადა, რომ ცვლილებები მოსალოდნელია.თუმცა, მღებრიშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ცვლილებები საპატრულო პოლიციაში არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ დღეს შს მინისტრმა თავისი ახალი მოადგილეები წარადგინა.
მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გახდება. ხოლო მოადგილეების პოსტებს დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია დაიკავებენ.