თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ 2015 წელს გაცემული სამუშაო ვიზების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ლიდერობენ.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 64 ათასი გაცემული სამუშაო ვიზიდან თითქმის რვა ათასი საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. მათ შორის, დაახლოებით 700 სამუშაო ვიზა ქართველ მამაკაცებზეა გაცემული.
სამინისტროს ცნობით ქართველ ქალებზე ძირითადად გაცემულია საყოფაცხოვრებო, მოხუცებისა და ბავშვების მოვლასთან დაკავშირებული სამუშაო ვიზები. მამაკაცებზე გაცემული ვიზების ხასიათი კი მონაცემებში არ არის დაზუსტებული.
სამუშაო ვიზების რაოდენობით ქართველებს უკრაინელები და სირიელები მოსდევენ.