ცოტა ხნის წინ იამაიკელი სპრინტერი, მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი უსაინ ბოლტი პოპულარულ მომღერალს რიანას სიყვარულში გამოუტყდა.
"ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ბოლტმა ასეთი შინაარსის განცხადება განათავსა: "მას შემდეგ, რაც რიანას ცეკვისა და სიმღერის ვიდეორგოლი ვნახე, დავრწმუნდი, რომ მიყვარს მთელი არსებით".
რეკორდსმენის შემდგომი "ტვიტი" უფრო გულახდილი გამოვიდა: "რიანა მიყვარს. გთხოვ, დამირეკე" – სთხოვს ვარსკვლავს უსაინ ბოლტი, ჟურნალისტები კი იმის გარკვევას ცდილობენ, გულწრფელია თუ არა ექსტრავაგანტური ქცევებით განთქმული სპორტსმენი.