დღეს, ქალაქ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მზია ოქრაძის დასახმარებლად ოჯახის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მზია ოქრაძეს სასწრაფო ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რისთვისაც ოჯახს საკმარისი თანხა არ აქვთ. ოქრაძის ახლობლებმა საავადმყოფოდან მიმართეს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.
_ ყველას იმედი გვაქვს და მათ შორის ასევე გვინდა მივმართოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ დაგვეხმაროს ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლის გადარჩენაში, – გვითხრეს სატელეფონო საუბრის დროს მზია ოქრაძის ახლობლებმა.