პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა,ხოლო 20-ზე მეტი დაიჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქება პეშავარში მდებარე პოლიციის გამშვებ პუნქტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
როგორც ცნობილია, რეგიონში ვითარება უსაფრთხოების ძალებსა და მოძრაობა "თალიბანს" შორის შეტაკებების გამო დაძაბულია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.