ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბმა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს, მუშაობა განაახლა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის ინფორმაციით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან კავშირზეა:
_ ვიღებთ და ვამუშავებთ ინფორმაციებს, რომელიც შემდეგ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურს მიეწოდება. ამ დროისთვის ლანჩხუთის ყველა სოფლის გზა გაწმენდილია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები სოფლებში იმყოფებიან, _ გვითხრა სულაბერიძემ.