ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა დილიდან მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, პრობლემური იყო ბახვის, ასკანის და ვაკიჯვრის საგზაო მონაკვეთებზე, სადაც ამ დროისთვის გადაადგილება პრობლემას აღარ წარმოადგენს და ეტაპობრივად ყველა სოფელში ხდება გზების გაწმენდა.
"მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც ეტაპობრივად ყველა სოფელში მოახდენს გზების გაწმენდას. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. ოზურგეთში ისევ თოვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს." – გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.