დღეს ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა, სლოგანით "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე", რომელიც მიზნად ისახავს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარებას.
აქციაში გარდა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებიც ჩაერთნენ.
"განათლების სფეროს წარმომადგენლების გარდა აქციის ფარგლებში სისხლი გაიღეს გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ასევე თითქმის სრული შემადგენლობით გამოცხადდა სამაშველო სამსახური. ჩვენთან ანალოგიური აქცია გასული წლის მაისშიც ჩატარდა და მაშინ აქტივობაც საკმაოდ მაღალი იყო. სამწუხაროდ, ახლა აუმინდობისა და გრიპის ვირუსის გამო შედარებით ნაკლებმა ადამიანმა მოახერხა აქციაში მონაწილეობის მიღება", – განაცხადა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ.


































































