დღეს სარკინიგზო მაგისტრალის სოფელ ახალსოფლის მონაკვეთზე მატარებელმა, სოფელ ჯიხანჯირში მცხოვრები 60 წლის მამაკაცის, ზურაბ ხვიჩიას სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა დღის სამი საათისთვის მოხდა.
ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის რევაზ ფაცურიას ინფორმაციით, მამაკაცი მეზობელ სოფლის ტერიტორიაზე საქონლის საძებრად იმყოფებოდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა.






























































