დიდთოვლობის გამო ამ დრომდე უშუქოდ რჩება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი. დიდივანის, შუასურების, ზემო სურების და ზემოხეთის მოსახლეობა მესამე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა.
"ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები დაზიანებულ უბნებში ამ წუთებშიც მუშაობენ და ვარაუდობენ, რომ გათიშულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლოსთვის აღდგება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ამ დროისთვის ყველა სოფლის ცენტრალური გზა გაწმენდილია:
_ ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ვანზომლეთში და ამ მიმართულებით, რამდენიმე საათში საუბნო გზების გაწმენდაც დაიწყება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.