დიდთოვლობის გამო გურიის სოფლებში გზის გაწმენდა დროულად ვერ მოხერხდა. 27 იანვარს "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალიდან დაუკავშირდნენ.მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, სოფელში გაუწმენდავი გზების გამო:
"გზა გაუწმენდავია და იქნებ ხმა მიაწვდინოთ ადგილობრივ ხელისუფლებას."
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ თხინვალში ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ გზის პრობლემა უახლოეს საათებში მოგვარდებოდა.
“გურია ნიუსმა" მიიღო სოფლიდან ფოტო, სადაც ასახულია როგორ იწმინდება გზა სოფელ თხინვალში.