„ბარსელონას“ შემტევმა ლიონელ მესიმ და „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჯამში უკვე 1000 გოლი გაიტანეს. ამისთვის თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებს 1386 მატჩის ჩატარება დასჭირდათ.
მესიმ „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 613 მატჩში 482 გოლ გაიტანა. კრიშტიანუს ანგარიშზე „სპორტინგის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალის“ და პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებულ 773 მატჩში 518 გოლია.
უკანასკნელი გოლი არგენტინელმა დღეს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 2:1 მოგებულ მატჩში გაიტანა. ხვალ „რეალი“ „ესპანიოლს“ უმასპინძლებს და რონალდუს შანსი ეძლევა ეს ერთობლივი სარეკორდო შედეგი კიდევ უფრო გაზარდოს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved