საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძის პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება საზოგადოებამ არასწორად მიიღო.
"საზოგადოებას უხერხულად მოხვდა სიტყვა დაუნის აღნიშვნა. თუმცა, მე გადავხედე მარგველაშვილის ძველ ნაშრომებს და გაცილებით ცუდ კონტექსტში ჰყავს მოხსენებული. დაუნი არის ავადმყოფობა და ეს სიტყვა ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია.
მაგრამ, აი, დებილიზმი ეს უკვე შეურაცხყოფაა და თუ ამის თქმა უნდოდა თოფაძეს, მაშინ შეიძლება უფრო მკვეთრი ყოფილიყო მისი კრიტიკა", _ განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტს შეურაცხყოფა პარლამენტში მიაყენა და დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა:
"მინდა რამდენიმე კრიტიკული გამოვთქვა თქვენს მიმართ _ თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხთან დაკავშირებით.
ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა. თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ" _ მიმართა თოფაძემ მარგველაშვილს.