ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.
ამავე პერიოდში მსოფლიოს 6 ქვეყანაში ექსპორტირებულია 562 930 ბოთლი ბრენდი, რაც 104%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის ბრენდის ექსპორტს. ექსპორტირებულია 1,51 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 960 462 ბოთლი, უკრაინა -199 722, პოლონეთი – 114 276, ჩინეთი – 45 160 და ლიტვა – 44 850 ბოთლი.
ექსპორტის მატების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთი – 162%, პოლონეთი 22% და ლიტვა – 34%.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარში 6,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.