ამ წუთებში "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება რომ "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში 35 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ტრომბი გახდა, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი დიაგნოზი დასმული არ არის. სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა ქალი ერთი საათის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალბატონმა ერთი კვირის წინ ბათუმის ონკოლოგიურ ცენტრში ოპერაცია გაიკეთა. დღეს დილით მან საკუთარ სახლში გონება დაკარგა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგ მოხდა გულის გაჩერება,- ამბობენ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები.