ათენში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ფერმერებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაპირისპირების მიზეზი საბერძნეთის მთავრობის მიერ ახალი გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების გადაწყვეტილებას ფერმერები მთელ საბერძნეთში აპროტესტებენ.
სამართალდამცავებსა და ფერმერებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს ნახვა აქ შეგიძლიათ.