ბრაზილიური მასმედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ საინტერესო მოვლენის მონაწილენი გახდნენ ქალაქ რესიფეს ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ექიმები.
მავან ბრაზილიელ მამას, რომლის სახელია ფრანც ბეკენბაუერი ეყოლა შვილი, რომელსაც შვედეთის ნაკრების ლიდერის პატივსაცემად ზლატან იბრაჰიმოვიჩ ლიმა და სილვა ეწოდა.
თავდაპირველად რესიფეს მერიაში უარს აცხადებდნენ ამ სახელის რეგისტრაციაზე, თუმცა, ბეკენბაუერის დაჟინებული თხოვნით, ბიჭს დაბადების მოწმობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩაუწერეს.
თავად ფრანც ბეკენბაუერი "სანტა-კრუზის" ქომაგი აღმოჩნდა და იმედოვნებს, რომ მისი შვილი ისეთივე სახელოვანი ფეხბურთელი გახდება, როგორიც მისი სრული სეხნიაა.