სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბ.გ. დააკავეს.
სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.გ.-მ მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.