საფრანგეთში ლტოლვილებმა კალეს ბანაკის დანგრევის გაპროტესტების მიზნით პირი ამოიკერეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის ხელისუფლებამ ბანაკების დემონტაჟი ოთხშაბათს დაიწყო.
ბანაკში მცხოვრებთა თქმით, საზღვარი დაკეტილია, საფრანგეთის სპეცრაზმმა მათი თავშესაფარი გაანადგურა და ახლა არ იციან რა ელოდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ომსა და სიღარიბეს გაქცეულმა ათასობით მიგრანტმა გასულ წელს თავი საფრანგეთის პორტს შეაფარა, ხოლო მათმა ნაწილმა საფრანგეთიდან მატარებლების ან სატვირთო ავტომობილების მეშვეობით დიდ ბრიტანეთში გადასვლა სცადა.