ჩერნობილის ბირთვული კატასტროფიდან 30 წლის შემდეგ, უკრაინაში ჰაერი ისევ დაბინძურებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS გრინპისის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, უკრაინაში ისევ მაღალი რადიაციაა და ხალხი დაბინძურებულ საკვებს იღებს, როგორიცაა: მარცვლეული, რძე, სოკო და თევზი.
როგორც ცნობილია, ჩერნობილის ქარხანა 1986 წელს აფეთქდა, ხოლო რადიოაქტიური ნივთიერებებისგან დაბინძურებული ჰაერი ევროპის დიდ ნაწილში გავრცელდა.