საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსით ულოცავს მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის 25-ე წლისთავს.
"ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა.
25 წლის წინ, სწორედ დღეს ყველამ ერთად ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, სომხებმა, აზერბაიჯანლებმა, ყველამ, ამ მიწის შვილებმა ერთად ვუთხარით არა საბჭოთა კავშირს, ერთად მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ, ერთად ვუთხარით დიახ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს.
იმ დღის სულსკვეთებით მოვიდა დღემდე ჩვენი ქვეყანა.
იმ სულისკვეთებით ვაგრძელებთ სიძნელეებთან ჭიდილს, სიბნელესთან ბრძოლას, წინააღმდეგობების გადალახვას.
კიდევ დიდ ხანს გაგვყვება 25 წლის წინანდელი რეფერენდუმის ერთსულოვნება, შემართება და გამარჯვება, მაგრამ ნამდვილად მჯერა, ზუსტად ვიცი რომ კიდევ შევქმნით ასეთ დღეებს, რაც შემდეგი მეოთხედი საუკუნის სიძნელეებს გადაგვალახინებს, საკუთარი სამშობლოთი სიამაყეს გაგვიძლიერებს.
ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი!
თუ მაშინ შევძელით, დღეს უფრო ადვილია! აუცილებლად მორიგ ჯერზეც შევძლებთ! ყველას გილოცავთ!"– წერს ხიდაშელი.