გავრცელებულია აზრი, რომ ბუტერბროდის იდეა გამოჩენილ მეცნიერ კოპერნიკს ეკუთვნოდა. ამ თეორიის დამტკიცება ცოტა არ იყოს საძნელო საქმეა.
სამაგიეროდ, კარგად ვიცით, ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ გემრიელად მივირთმევთ სენდვიჩებს.
ლონდონელ არისტოკრატს, ლორდ სენდვიჩს, რომელიც სახელგანთქმული და ლონდონში საყოველთაოდ ცნობილი ადმირალის – ლორდ ჯონ მონტეგიუს შთამომავალი იყო, მოუვიდა იდეა, ჰქონოდა საკვები, რომელიც სულ თან ექნებოდა, ბანქოს თამაშის დროსაც კი.
ლორდი მთელ დღეებს და ზოგჯერ ღამეებსაც კი, სათამაშო მაგიდასთან ატარებდა. აზარტში შესული სასადილოდ ვერ ახერხებდა გასვლას.
მან თავის მზარეულს მითითება მისცა, ერთმანეთისთვის კარაქიანი ზედაპირით შიგნით, დაედო ორი ბუტერბროდი და შუაში ყველის ნაჭერიც მოეთავსებინა.
მალე ლორდის მეგობრებსაც მოეწონათ ეს იდეა და ასე გაჩნდა სენდვიჩი ძეხვით, ხორცის ნაჭრით, ბოსტნეულით… მათ ხომ ლორდისგან განსხვავებული გემოვნება ჰქონდათ. თუმცა, საკვებს მაინც ლორდის სახელი "სენდვიჩი" ეწოდა.