"ადვილია ამაზე საუბარი, რადგან ერთ მნიშვნელოვნად ამაზრზენია" _ ასე შეაფასა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტი საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა თემურ ჭკუასელმა.
დეპუტატმა "გურია ნიუსს" დღემდე უცნობი ფაქტი გაუმხილა და ჩვენს ეთერში კოლეგის ნაამბობი მოყვა იმის შესახებ, თუ სად გადაიღეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
მისივე განმარტებით იმაზე საუბარი, რომ ადამიანები, რომლებზეც კომპრომატები არსებობს ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ არასწორია:
_ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ასეთი კადრები არ უნდა ვრცელდებოდეს, _ აღნიშნა ჭკუასელმა.