ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რონალდო, აპირებს პოკერის მაგიდასთან გამოიწვიოს ჩოგბურთის ვარსკვლავი რაფაელ ნადალი.
სპორტის ვარსკვლავები პოკერში ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან.
პირველად 2013 წელს დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება ნადალმა იზეიმა.
რონალდომ რევანში 2014 წლის 19 ნოემბერს აიღო.
რამდენიმე დღის წინ რონალდომ ესპანელ ჩოგბურთელს ახალი მიწვევა გაუგზავნა და გადამწყვეტ მესამე შეხვედრაზე მიიპატიჟა. ჯერჯერობით უცნობია ეს პაექრობა სად და როდის გაიმართება.
რონალდო და რაფაელ ნადალი პოპულარული "პოკერსტარს.ნეტის" სარეკლამო სახეები არიან და მთელ მსოფლიოში ეწევიან პოკერის თამაშის პოპულარიზაციას.