"ბიძინამ სოლოლაკის საკარმიდამოს თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიუერთა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მალულად", -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ გუშინ ეს ინფორმაცია გაავრცელა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ამ და მიმდებარე ნაკვეთზე ჯამურად 390 000 კვ.მ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, აქტიური გამწვანების ზონაში მერიამ დაუშვა მშენებლობა.
ზემოთაღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღს გადასცეს განაშენიანებული და მოვლილი ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ აიღეს ბოტანიკური ბაღისთვის გამოუსადეგარი, ქვაღორღიანი ტერიტორია.
"ფინსერვისი XXI" მიმართა ქალაქ თბილისის მერიას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების, ე.წ. „წითელი ხაზების" კორექტირების თხოვნით, რომლის თანახმად, აღმოიფხვრა ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთთან გადაფარვა და ფართობების უცვლელად განხორციელდა ორივე ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. შედეგად ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შპს "ფინსერვისი XXI"-ის მიერ მოვლილი, ახალი ხეებით დარგული, სარწყავი სისტემებით განაშენიანებული, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია. თავის მხრივ, ბოტანიკურმა ბაღმა შპს "ფინსერვისი XXI"-ს გადასცა ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი, ქვა-ღორღიანი ფერდობი.
"ფინსერვისი XXI" ქმედებით კანონი არათუ დაირღვა, პირიქით, განხორციელდა ინვესტიცია ბოტანიკურ ბაღში, ვინაიდან 2007 წლიდან შპს "ფინსერვისი XXI"-მა მერიისგან შეძინილ მიწის ნაკვეთზე განახორციელა რამოდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია. აღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ირაკლი აბესაძისთვის, ვინც იმ დროს მუშაობდა თბილისის მერიაში და რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით აქტიურად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას."_აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე: "სინდისიც კაი საქონელიაო – ანტიეროვნულო ნაციონალებო"