ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულომ დღეს მუნიციპალიტეტის 2015წლის ბიუჯეტის ანგარიში უნდა მოისმინოს. აუდიტორ გოგი ჯიბლაძის მიერ შედგენილ დასკვნაში რამდენიმე საყურადღებო დეტალია. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გვითხრეს, აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საფინანსო დოკუმენტაცია აქვს მოსაწესრიგებელი.
"მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრები გარკვეულ შემთხვევებში არ იხარჯება მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებების განსახორციელებლად და იგი ხმარდება სხვადასხვა სახელმწიფო ფუნქციების დაფინანსებას" – აღნიშნულია დასკვნაში.