ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი დასრულდა.
მოსამართლის გადაწყეტილებით, შემდეგი სხდომა 13 მაისს 11:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე "რუსთავი 2"-ის შუამდგომლობები, რომელიც მოსამართლეების ნათია გუჯაბიძისა და შორენა ყავლაშვილის აცილებას ეხებოდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.