ქალაქ ოზურგეთის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ღვთიური ცეცხლი "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ შემოიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ვასილ ჩიგოგიძემ თავისი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.
"ყველა მართლმადიდებელს, ქართველს, სრულიად საქართველოს, ჩემს დიდ სამეგობროსა და ყველას, ვინაც გულში სიხარულით შეხვდა აღდგომას, გილოცავთ. ქრისტე აღდგა!
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი დედაქალაქიდან ჩამომეტანა ღვთიური ცეცხლი და წუხელვე მიმეწოდებინა ოზურგეთის საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლისა და სასულირო პირთათვის. შეგვეწიოს აღდგომის მადლი და წყალობა."