საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“(OGP) თანათავმჯდომარე გახდა, _- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მმართველი კომიტეტის სხდომაზე თანათავმჯდომარედ აირჩიეს, რაც მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგია.
„ძალიან მნიშვნელოვან მიღწევაზე მინდა ვისაუბრო – „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საერთაშორისო ფორმატში საქართველო გახდა მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და არის აღიარება იმ რეფორმების ღია მმართველობის კუთხით, რომელსაც საქართველო ატარებს. თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საფრანგეთი, ჩვენ ვართ თანათავმჯდომარე.
ერთი წლის შემდეგ საქართველო გახდება თავმჯდომარე, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი მიღწევაა. ამ მიმართულებით საქართველოში ჩატარდა ორი საერთაშორისო ფორუმი. 2013 წელს დაიწყო აღნიშნული რეფორმები. 2013 წლის 1-ელ ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა,“ – განაცხადა პრემიერმა.